Sunday, April 22, 2012

კაცია ადამიანი ? - ჩემი აზრით ეს კითხვა მთელს თუ არა მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობას  მაინც აინტერესებს .

 სიტყვა ადამიანი ხომ უკვე ცხოველისგან გამოყოფს ადამიანთა მოდგმას, მაგრამ შეძლო კი ყველამ ადამიანად დარჩენა? - ძნელი სათქმელია. ძალიან რთული ასახსნელია რას ნიშნავს იყო ადამიანი,ყველას სხვადასხვაგვარად ესმისო შეგვიძლია ვთქვათ, მაგრამ პატიოსნებას (ყველაფერს რასაც ეს სიტყვა მოიცავს) განა სხვადასხვაგვარი ახსნა აქვს?სიკეთე რომელიც პატიოსნების მთავარი ელემენტია ყველასათვის ერთგვარია,ადამიანი ან სჩადის სიკეთეს ან არა, მაგრამ - ისევ არა სჯობს ბოროტებას.სიკეთე და ბოროტება ერთიდაიმავე მედალიონის ორი სხვადასხვა მხარეა და ჩვენც ადამიანები სწორედ ესე ვართ,მთავარი ისაა ვინ რომელ მხარეს აირჩევს, მაშინ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ადამიანებზე. 
 არის შემთხვევები როდესაც, მცირე- უმნიშვნელო დანაშაული დიდ კვალს ტოვებს ადამიანებზე,რადგან ადამიანები თითქოსდა უმნიშვნელო დანაშაულს ივიწყებენ და სულაც არ ცდილობენ უკეთესობით ანუ სიკეთით შეცვალონ  -გამოასწორონ.~
 მე ვფიქრობ ბოროტებას  ძალიან ბევრი ადამიანი ჩადის , სიკეთეს კი მხოლოდ ერთეულები , ეს იმიტომ ხდება რომ ბოროტების ჩადენა ძალიან იოლია,სიკეთის კი რთული.ადამიანის ბუნება ისე არის  მოწყობილი ყველაფერი რთული და კარგი ეზარება, მარტივად რომ ავხსნა რა გამოდის? - ადამიანი ყველაფერ ცუდს ეტანება , მაგრამ -სწორედ აქ ისმის კითხვა არის კი ეს ადამიანი ადამიანი?? თუ მხოლოდ ადამიანად დაბადებული არსებაა ,რომელმაც ვერ შეძლო ამ სიმაღლეზე ასვლა .
მე არ ვიცი რამდენად სუბიექტური ვარ, შესაძლოა ძალიან ბევრმა ამ ყველაფერს "რაღაც მონაჩმახი" უწოდოს, ერთი რამ ვიცი , მჯერა იმის რასაც ვფიქრობ და ვცდილობ ეს ყველაფერი ფურცელზე გადმოვიტანო, მაგრამ თითქოს ვერ ვახერხებ არა რატომ თითქოს- მართლა ვერ ვახერხებ, ძალიან ძნელია, როცა კალამს იღებ ხელში აზრები იფანტება ერთმანეთში ირევა და და ქაოსი წარმოიშვება, სწორედ ამიტომაც ვარ მე -მე , და ჰიუგო -ჰიუგო ....